“ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის N19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა გაბუნიამ თემქაზე, 3 მ/რ-ნის მე-5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარებაზე ესაუბრა. ზაზა გაბუნიამ ამომრჩეველს ის ძირითადი საკითხებიც გააცნო, რომლებზე მუშაობასაც, მისი არჩევის შემთხვევაში, პარლამენტში აპირებს.
“ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება”, – მიმართა შეკრებილებს გაბუნიამ.
სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები