დათა ახალაია: „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“ – პროკურატურა 26 მაისის ვიდეომასალას ავრცელებს (ვიდეო)

მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე აქამდე უცნობი ვიდეომასალა მოიპოვა.
როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გამომძიებელმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ვიდეო იმავე ღამეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ არის გადაღებული.
მისივე მტკიცებით, კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს.
კადრებში ასევე ჩანს მომიტინგეთა დარბევისა და დაკავების პროცესი, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები. დასახელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა.
26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება – „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“, შესრულდა „კუდ“-ის ქვედანაყოფების მიერ. პრემიის სახით მხოლოდ „კუდ“-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად ივანე მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9000 ლარი, დავით ახალაიამ 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4135 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები