ალექსანდრე ჯეჯელავა : სკოლებში, სადაც სწავლის დაწყება ვერ მოხერხდა, გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, იმ სკოლებში, სადაც სწავლის დაწყება 15 სექტემბერს ვერ მოხერხდა, მოსწავლეებს გაცდენილი საათები შაბათი დღის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი სკოლების რაოდენობა 20-ია, საიდანაც 13 არის ამერიკული სკოლა და სანამ შესაბამისი კომისია არ ჩაიბარებს, ამ სკოლებში სწავლა არ დაიწყება.
მისივე განმარტებით, დანარჩენ 7 სკოლაში სხვადასხვა ვითარებაა. ზოგიერთ მათგანში დღეს უკვე დაიწყო სწავლა.
„ზოგიერთში კი მომავალი კვირის დასაწყისიდან დაიწყება. ყველაზე გვიანი ვარდა არის ოქტომბრის პირველი რიცხვები, არც ერთი მოსწავლე არც ერთ საათს არ დაკარგავს. ეს საათები მათ აუნაზღაურდებათ შაბათი დღის ხარჯზე“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები