რუსეთში უშიშროების სამინისტროს შექმნა იგეგმება

რუსეთში ძალოვანი და სამართალდამცველი ორგანოების რეფორმა იგეგმება. გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ფედერალური სამსახურის ბაზაზე შეიქმნება. მასში ასევე შევა დაზვერვის სამსახური და დაცვის ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფები.
უშიშროების სამინისტროს, საგამოძიებო კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული საქმეების გამოძიების, ასევე, მათი პროცესუალური ზედამხედველობის უფლება ექნებათ. რეფორმის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი, სავარაუდოდ, დამოუკიდებლობას დაკარგავს და პროკურატურის ქვედანაყოფი გახდება.
გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროც გაძლიერდება. მასში სამოქალაქო თავდაცვა და სახანძრო სამსახური შევა. ამჟამად ეს სამსახურები საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები