ლევან კობერიძე: თქვენ არ გეყოლებათ დეპუტატი, რომელიც უნდა ეძებოთ

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრტიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. მუხიანი-გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე ამომრჩეველს შეხვდა და მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან მოსახლეობასთან მუხიანი-გლდანის რაიონის პერპსეპქტივებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ არ დაიკარგოს დიალოგი ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის. მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გპირდებით, რომ მომავალში ჩემი ბიურო არასდროს დაიხურება თქვენთვის, თქვენ არ გეყოლებათ დეპუტატი, რომელიც უნდა ეძებოთ, რომ მოუყვეთ პრობლემები, ეს არის ჩემი მთავარი დაპირება იმასთან ერთად, რასაც მთლიანად „ქართული ოცნება“ გპირდებათ. მე ჩემს გონებაში აქაურობას “მუხიანისა და გლდანის ეკოსისტემა” დავარქვი. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც მყუდრო, მწვანე უბნისგან და თითოეული თქვენგანისგან, თქვენი შვილებისგან შედგება. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება და განვითარება და ჩვენ ერთად შევძლებთ მოვუაროთ ჩვენს მუხიანსა და გლდანს”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
​მუხიანი-გლდანის მოსახლოებასთან შეხვედრას, ლევან კობერიძესთან, ერთად პარტიის ახალი სახეები, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე და ირინა ფრუიძეც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები