ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ფერმაში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ფერმაში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ფერმაში ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა მიმდინარე პროექტზე ისაუბრა.
„პროექტი ხორციელდება ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სასიხარულოა, რომ მოსახლეობა ისარგებლებს კეთილმოწყობილი გზით. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები