“მთის კანონი ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება”

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების – გელსუნდას, თმოგვის, ნაქალაქევის, თოკის, ვარგავის, ხიზაბავრასა და საროს მცხოვრებლებს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გედევან ფოფხაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ოთხწლიან მიღწევებზე ისაუბრა.

„მთის კანონი, რომელითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ, ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები