თიბილოვმა იბრაგიმ გასეევი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრად დანიშნა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრად დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გენერალ-ლეიტენანტი იბრაგიმ გასეევი დანიშნა. ამის შესახებ სააგენტო ‘სპუტნიკი“ იუწყება.
თიბილოვმა შაბათს გასეევი ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ გასეევი მინისტრის პოსტზე საკუთარ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.
„დარწმუნებული ვარ. რომ იბრაგიმ გასეევი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა თიბილოვმა.