ნინო წილოსანი: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც არ ვიტყუებთ თავს და საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც არ ვიტყუებთ თავს და საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს“, – ამის შესახებ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო წილოსანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
დღეს, ნინო წილოსანი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ წარუდგინა.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო წილოსანმა გურიის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. მან „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ამ ვიზიტისთვის, რომელიც ჩემი მხარდაჭერის ნიშნად განხორციელდა. მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“ და ვარ ორმაგად უფრო ამაყი, რომ უნდა წარმოვადგინო ჩემი გურია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც არ ვიტყუებთ თავს და საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს. სწორედ ამიტომ, ვამბობ, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, თუმცა, ბევრი რამ დარჩა კიდევ გასაკეთებელი. ამიტომ შემდეგი წლები უნდა იყოს უფრო მეტი წინსვლის. ჩვენ უნდა ავაშენოთ უფრო მეტი გზები და ხიდები, ყველა სოფელში უნდა იყოს გაზიფიცირება. აუცილებლად გადავწყვეტთ წყალმომარაგების პრობლემას და რა თქმა უნდა, განვახორციელებთ პროექტს -„შუქი ყველა სოფელში“. მე მინდა რომ ჩემს რაიონში არ იყოს უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები