“GWS”-ის თელავის ღვინის საწარმო 40 წლისაა

“GWS”-ის თელავის ღვინის ქარხანა 40 წლისაა. ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ქარხნის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, მედიატური მოეწყო, სადაც სტუმრები ქარხნის ისტორიასა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.
ამასთან, დაათვალიერეს კომპანიის ტერიტორიაზე ქვევრისა და კასრის სახლები. აქვე მოეწყო რამდენიმე სახის ღვინის დეგუსტაციაც. გარდა ამისა, მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სოფელ აკურაში მდებარე კომპანია “GWS”-ის ვენახი.ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის უცხოელი პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, რომლის განცხადებით “GWS”-ი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც თანამედროვე ღვინის წარმოებაზე გადაერთო და მას აქტიურ პოპულარიზაციასაც უწევს.
“GWS არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც გადაერთო თანამედროვე ღვინის წარმოებაზე. უკვე 20 წელია, რაც აქტიურად მუშაობს და ქართული ღვინის სახელს პოპულარიზაციას უწევს”,- აღნიშნა სამანიშვილმა.
„სპეციალურად იუბილესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ მედიატური ჟურნალისტებისთვისა და ბლოგერებისთვის. დავაგემოვნეთ ღვინოები „თამადა“, „ძველი თბილისი“, ახალი ბრენდი „ვისმინო“ , დავათვალიერეთ ვენახები და ერთად ვიზეიმეთ ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხნის 40 წლის იუბილე“, – გვითხრა კომპანიის ბრენდმენეჯრემა, ნატა კანდელაკმა.
საიუბილეო საღამოს მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც კომპანია “GWS”-ის მდიდარ წარსულსა და ამბიციურ სამომავლო გეგმებს ეხებოდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ აქვთ ყველანაირი საფუძველი, რომ შეინარჩუნონ ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია და საზღვარგარეთ საუკეთესო ქართული ღვინოებიც ამაყად წარმოადგინონ.
“GWS” -ი ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა.დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში 350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის
სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% -ს ქართული ტრადუციული ყურძნის ჯიშები წარმოადგენს, 30% კი საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც “თამადას”, “ძველი თბილისის”, “ადამანტის”, “ვისმინოსა” და “ელიბოს” სახელითაა ცნობილი. სულ მალე, “GWS” -ი მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიოტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები