ნუგზარ სურმანიძე: ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის სამსახურში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი, ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ.
დეპუტატობის კანდიდატებმა მორიგი შეხვედრა ტაბიძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართეს. კანდიდატები დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ და არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ. ტაბიძის ქუჩაზე მოწესრიგებულია გზა, ეზოები, დამონტაჟებულია ტრენაჟორები, მოწყობილია მინი სტადიონი, დასრულებულია კორპუსების გადახურვა.
„ქართული ოცნება“ ყოველთვის იდგა ხალხის სამსახურში და ეს მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრებზე მოსახლეობას ვაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და მათ საჭიროებას ვეცნობით. ჩვენ დავპირდით მათ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ“, – განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობას, დასაქმებას, მომავალი თაობის განათლებისა და სპორტის ხელშეწყობას. “მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს სპორტით დაკავებული”, – აღნიშნა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები