გიორგი მღებრიშვილმა დაღუპული პოლიციელის პირველკლასელი შვილი სკოლაში წაიყვანა (ფოტოკოლაჟი/ვიდეო)

2015 წელს კრიმინალის მიერ მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის შვილი სკოლაში პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა.
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების უმცროსლკასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები სასწავლო წლის დაწყებას პირადად მიულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში წაიყვანენ. წელს გიორგი მღებრიშვილი, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გიორგი ბერუაშვილის პირველკლასელ შვილს – თამარ ბერუაშვილს ბორჯომში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 2015 წლის 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეწყვილესთან ერთად პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. დამნაშავემ შემხვედრ პოლიციელებს დანახვისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა. ექიმებმა დაჭრილი პოლიციელების გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა.
„ქუჩას, სადაც პატარა თამარს სკოლაში წასაყვანად მივაკითხე, მისი გმირი მამის სახელი ჰქვია, მამის, რომლის სიცოცხლე კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა…
ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ ქუჩის გავლა, მძიმეა ის პასუხისმგებლობა, რომ ცხოვრების ამ უმნიშველოვანეს ეტაპზე გიორგის მაგივრად მისი შვილი სკოლაში პირველად მე უნდა მივიყვანო…
დღეს თამარის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც მამასთან ერთად უნდა გაეზიარებინა… დღეს მის გვერდით მთელი პოლიციაა, ის მთელი ცხოვრება ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იქნება… ჩვენ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების შვილებზე ყოველთვის ვიზრუნებთ“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.
01 05 03                        14224712_878369068931760_16689068671662888_n  14322556_878369012265099_7833420809469788291_n                 02   14330018_878369015598432_2993610313773816957_n 14364841_878368945598439_3343722015953235111_n 14354920_878368895598444_6227138511692464972_n                        14355750_878368805598453_1468480282366340741_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები