მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ.
დარგის სპეციალისტები აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და ექსტენციის მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს და რჩევები მისცეს მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე.
შეხვედრების ფარგლებში ფერმერებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები