ოზურგეთში პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში გამართულ პრეზენტაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ადგილობრივი შეხვედრის მონაწილეებს საბჭოს ფუნქციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანო „ადგილობრივი საბჭო“ რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები არიან გაწევრიანებული.
მისი ძირითადი ფუნქცია რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა, რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ინიციატივების შემუშავება, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვაა.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საბჭო პერმანენტულად შეიკრიბება და რეგიონში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს, ასევე შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები