მარიამ როინიშვილი: ჩვენ რამდენადაც ვიცით, გადავარდა შემთხვევით

25 წლის ქართველი სოპრანო, ანა ბუბაშვილი მოსკოვში მე-12 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა.
როგორც „კვირას“ ანას მეგობარმა, მარიამ როინიშვილმა განუცხადა, ანა მასზე უმცროსი იყო, თბილისის კონსერვატორიაში საოპერო ვოკალის განხრით სწავლობდა, ვიდრე მოსკოვში გადავიდოდა საცხოვრებლად.
ანას სიკვდილთან დაკავშირებით რაც დაიწერა, იმის გარდა სხვა ინფორმაციას არ ფლობს. „ჩვენ რამდენადაც ვიცით, გადავარდა შემთხვევით“.
მარიამ როინიშვილის თქმით, ანა საოცარი ადამიანი იყო.
13726628_939122069566908_3827298108317091528_n„გუშინ სტატუსშიც აღვნიშნე, იშვიათად მეგულებიან მისნაირი ადამიანები დღესდღეობით. სამწუხაროდ, ჩემ გარშემო ცოტანი არიან მისი მსგავსნი, იმდენად სუფთა, წმინდა იყო ყველანაირად, თვალებიდან ისეთი დიდი სიწრფელე ჩანდა, რომ დღევანდელობისთვის არ იყო ალბათ დაბადებული. ისეთი თვისებებით იყო დაჯილდოებული, იგი არ იყო ამ ცხოვრებისთვის შექმნილი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის იმ სამყაროს შვილი უფრო არის…
ძალიან ნიჭიერი იყო, ძალიან ბევრის გაკეთება შეეძლო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, საოპერო განხრა იქნებოდა, თუ სხვა სპეციალობა“… – აღნიშნა მარიამ როინიშვილმა.
ანა ბუბაშვილის სიკვდილის შესახებ ინფრომაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  მომღერალმა თამარ ივერმა გაავრცელა.
„მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო… ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა… რომ ჩავიდა…. კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა – პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს, თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღსალამათი ძმა…ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა, არ ვიცი. შოკში ვართ ყველა“!- წერს თამარ ივერი ფეისბუქის გვერდზე.
შემდეგ კი მარიამ როინიშვილმა გაავრცელა ანასთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით:
„გაგვანადგურე, ანა! საოცარო ადამიანო! შენნაირები იშვიათად იბადებიან! სიტყვები არ მყოფნის… ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, ჩვენო ანა!..
ყველა ფოტო მოგონებაა, მაგრამ არსებობს ფოტო, რომელიც განსაკუთრებული მოგონებაა… როგორ მტკივა ეს გოგო“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები