წყალდიდობა და მიწისძვრა იტალიაში – ქართველები წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის გაწმენდაში ჩაერთვნენ (ვიდეო)

იტალიაში ქალაქ ბარიში ძლიერი წვიმის შედეგად წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დაიტბორა.
ქალაქ ბარიში წმიდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ათავისუფლებენ ქართველები წყლისგან დატბორილ ტაძარს. სტიქიას ებრძვიან იტალიის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში.
ამასთან, იტალიის დედაქალაქში მეხი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

აპულიაში მოვარდნილი წყლისა და ტალახის ზვავმა 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა. დღის მეორე ნახევარში შეფერხდა მოძრაობა ბარი ლეჩეს სარკინიგზო მაგისტრალზე. დაიტბორა სადგურები და ჩამოწვა ტალახის ზვავი , რამაც გარკვეულ მონაკვეთზე მთლიანად გადაფარა რკინიგზის ხაზი.

ლომბარდიის რეგიონის ბერგამოს პროვინციაში 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა  მოხდა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები