მარტვილის რაიონში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

მარტვილში, სოფელ სალხინოში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში მოეწყობა ჩაის სადეგუსტაციო–სადემონსტრაციო დარბაზს. კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მარტვილს“ 25 000 ლარად სოფელ სალხინოში მდებარე 7938.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შპს „მარტვილს“ ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ამჟამად აწარმოებს ჩაის შემდეგ სახეობებს: შავი ბაიხის ჩაი, მწვანე ბაიხის ჩაი, შავი ჩაი „კლასიკური“, შავი ჩაი N1 ინტენსიური, შავი ჩაი N3 მსუბუქი, მთის ველური ქართული შავი ჩაი, მთის ველური ქართული თეთრი ჩაი, ქართული მეწამული ჩაი, მოცვის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი, კომშის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები