გიორგი კვირიკაშვილი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
გენერალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში, უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული სიტუაციური ოთახის შექმნის, ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სტრუქტურირების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანული მოდელის მიხედვით შექმნილი ეროვნული სიტუაციური ოთახი სხვადასხვა უწყების მჭიდრო კოორდინაციის საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს კრიზისულ სიტუაციებთან მაქსიმალურად ეფექტურად გამკლავებას.
შეხვედრისას ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო. გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის ახალ ელჩს საქართველოში, წარმატებული საქმიანობა უსურვა და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
გენერალი და ელჩი, საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგითა და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ. შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები