“რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე”

“რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებით.
“რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე. რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს. კამერამ გადაიღო მკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე. ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად, მისი გადაკვეთის გარეშეც კი, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამთავრობო რეფორმების გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკური რეფორმები, განათლების სისტემის რეფორმირება, მმართველობის ფუნდამენტური ცვლილება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები