ნუკრი ქანთარია ხვალინდელი პლენარული სხდომის გამართვას არ ემხრობა

ურავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია პლენარული სხედომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ქანთარია თვლის, რომ მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე კვურმი ხვალინდელ სხომაზე არ იქნება.
“თქვენ იცით, რომ საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად კულმინაციას უახლოვდება, ამიტომ დეპუტატების დიდი ნაწილი არის ჩართული ამ კამპანიაში.
მე ვერაფრით მოვახერხებ ხვალ წასვლას. ლოგიკური იქნება, თუ ხვალ არ დაინიშნება პლენარული სესია, რადგან ალბათ კვორუმი არ იქნება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ნუკრი ქანთარიამ.
ის დეპუტატებს უფლებებს ახსენებს, რის მიხედვითაც მათ შეუძლიათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომას არ დაესწრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები