გიორგი ქუმსიშვილი: ნებისმიერი დაპირისპირება, რომელიც ხდება ქუჩებში, არის ძალიან ცუდი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იგი ენდობა საქართველოს მთავარ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ ყველა კონკრეტულ ფაქტზე, რომელზეც არსებობს რაიმე სახის პრეტენზია, აუცილებლად იქნება რეაგირება.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის უფლების დაცვა, ისევე, როგორც ეს არის მნიშვნელოვანი პროკურატურისთვის. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ნამდვილად ემსახურება ამას”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ბოლო დღეებში მომხდარ კრიმინალურ ფატებს, ქუმსიშვილის შფასებით, ეს არის კატასტროფა.
“ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ნებისმიერი დაპირისპირება, რომელიც ხდება ქუჩებში, არის ძალიან ცუდი”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები