ლეღვთახევის მარცხენა საფეხმავლო ბილიკი გადაკეტილია

ლეღვთახევის მარცხენა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა კლდის მცირედი ფრაგმენტების ჩამოშლამ გამოიწვია.
მათივე ცნობით, შეზღუდვა კლდის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მოიხსნება.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ხევის მარჯვენა ნაწილში არსებული საფეხმავლო ბილიკით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები