ლევან გოგიჩაიშვილი: ჩვენ შეგვიძლია სწრაფი განვითარებით მივაღწიოთ მეტ კეთილდღეობას საქართველოში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც „კვირას“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დოლიძის, იოსელიანის და ბალანჩივაძის ქუჩების მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმებისა და ხედვის შესახებ ესაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით მოახერხა შედეგის მიღწევა. დღეს საქართველოს სტაბილური, უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია აქვს. “ქართული ოცნების” სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკით მოხერხდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რამაც 28 ქვეყანასთან 500-მილიონიანი ევროპული ბაზარი გაგვიხსნა. გაღრმავდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაიზარდა აშშ-ის მთავრობის დახმარება საქართველოსთვის ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. გაფორმდა ამერიკა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი.
“ქართული ოცნება” არის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია სწორად მართოს ქვეყანა. დღეს ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს და მეტი ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ შეგვიძლია სწრაფი განვითარებით მივაღწიოთ მეტ კეთილდღეობას საქართველოში”, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები