სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „ზიკას“ ვირუსით 2 მილიარდი ადამიანი დაავადდება

აზიასა და აფრიკაში „ზიკას“ ვირუსით დაავადება 2 მილიარდამდე ადამიანს ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა Lancet Infectious Diseases-ში მეცნიერთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული.
ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შეფასებით, დაავადების ყველაზე დიდი საფრთხე ინდოეთში, ინდონეზიასა და ნიგერიაში არსებობს. ასევე ეპიდემიის შესაძლებლობა ფილიპინებზე, ვიეტნამში, პაკისტანსა და ბანგლადეშში არსებობს.
ამ ქვეყნებში ვირუსის ეპიდემიას ხელს უწყობს კლიმატური პირობები და ჯანდაცვის სუსტი სისტემა. ამჟამად „ზიკას“ ვირუსი 65 ქვეყანაშია გავრცელებული. ყველაზე მეტად ვირუსით ლათინური ამერიკის ქვეყნები დაზარალდნენ.  ბრაზილიაში “ზიკას” ციებ-ცხელებით გამოწვეული მიკროცეფალიის დიაგნოზით ათასობით ბავშვი დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები