„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ, ვერცხლისწყალივით გაიფანტა და არჩევნების შემდეგაც ვერცხლისწყალივით აპირებს შეერთებას”

„ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ძალადობრივ და ფინანსურ მეთოდებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ კონკურენტებზე საუბრის დროს ყურადღება ცეზარ ჩოჩელზე გაამახვილა. ხუნდაძე აცხადებს, რომ ცეზარ ჩოჩელი იმავე ტაქტიკით მოქმედებს, როგორც “ნაციონალური მოძაობა”. “თავიდან გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, როგორც სჩვევია „ნაციონალურ მოძრაობას“. იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს და ფინანსურ მეთოდებსაც, ეს უკვე ფინანსური ძალადობაა.
ეს მეთოდები უკვე ძველია და ამ მეთოდებით პარლამენტში ვერ მოხვდებიან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა „კვირას“ პრესკლუბში.
დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასააარჩევნოდ რამდენიემე პოლიტიკურ ძალად დაიშალა, თუმცა ხუნდაძის ვარაუდით, მსგავსი მეთოდები არაეფექტურია. “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნოდ ვერცხლისწყალივით გაიფანტა და არჩევნების შემდეგ, ასევე ვერცხლისწყალივით აპირებს შეერთებას, მე ვთვლი, რომ მსგავსი ტაქტიკით პარლამენტში ვერ მოხვდებიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები