თურქეთში უშიშროების სამსახურის 8 ათასი თანამშრომელი და 2 ათასი მეცნიერი სამსახურიდან გაათავისუფლეს 

People wave national flags as they wait for Turkey's President Tayyip Erdogan arrival to the United Solidarity and Brotherhood rally in Gaziantep, Turkey, August 28, 2016. REUTERS/Umit Bektas

უშიშროების სამსახურის 8 ათასი თანამშრომელი და 2 ათასი მეცნიერმუშაკი თურქეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „როიტერი“ თურქეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში, საერთო ჯამში, 80 ათასი ადამიანია ეჭვმიტანილი.  მათი ნაწილი დააკავეს, ხოლო ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ეს პირები ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები