მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცედურები წარმატებით განხორციელდება

ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის მხრიდან არის პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე პირველი მოხსენება სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში ძალიან წარმატებული იყო.
„5 სექტემბერს ჩაინიშნა სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კიდევ ერთი მოსმენა, ესეც იქნება წარმატებული. კომიტეტი მომლაპარაკებელს უფლებამოსილებას მისცემს, რომ დაიწყოს სხვა შესაბამისი პროცედურები, ანუ როგორც ევროპის საბჭოსთან, ისე ევროკომისიასთან მოლაპარაკების პროცესი. ეს არის ყველა პროცედურა, რომელიც ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. დარჩენილია პარლამენტის პლენარული სესია და შემდგომი განხილვები. დარწმუნებული ვარ, ეს პროცედურები წარმატებით განხორციელდება“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები