“ქართული ოცნების“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ კირიხლოს, დაშტაფასა და წითელსოფელის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვა გააცნო.
რუსლან გაჯიევმა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, დაიგო გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც ეს არასდროს ყოფილა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა.
მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარე განათებით უზრუნველყოფა“,-განაცხადა რუსლან გაჯიევმა.
გაჯიევმა ადგილობრივებთან ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა. „ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები