ზურაბ აბაშიძე: დღეს “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის წინააღმდეგ არ ვიბრძვი

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის თქმით, როცა დღეს ამომრჩეველს ხვდება, ეუბნება, რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ იბრძვის.
მისი თქმით, თუ 2012 წელს ბრძოლა მიმდინარეობდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, 8 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ეძღვნება.
“დღეს, როცა ვხვდები მოქალაქეებს, ამომრჩეველს ვესაუბრები, ვეუბნები, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არ ვიბრძვი. ეს ბრძოლა არის არჩევნები და არ არის ივანიშვილის წინააღმდეგ. 2012 წელი იყო სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლა, დღეს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ივანიშვილის წინააღმდეგ არ ვიბრძვი. ვიბრძვი საქართველოსთვის, უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ეკონომიკისთვის. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვინ რისი გამკეთებელია”, – აღნიშნა აბაშიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები