დავით საგანელიძე: 100 არის მანდატების მინიმალური ოდენობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს საპარლამენტო არჩევნებში

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარის დავით საგანელიძის მოლოდინები არჩევნებში მანდატების რაოდენობის მიღებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.
საგანელიძე პროგნოზს მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე აკეთებს და ამბობს, რომ 100 მანდატი „ქართული ოცნებისთვის“ პარლამენტში მინიმალურია.
„მე ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბატონი ბიძინას და ჩემი აზრები აქაც ემთხვევა ერთმანეთს. მე, შეიძლება ცოტა უფრო ოპტიმისტისი ვარ, თუმცა ჩემს გათვლებში 100-ის ქვემოთ ჩამოსვლას არ ვაპირებ.
საპარლამენტო ცხოვრების და არჩევნების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. შესანიშნავად ვგრძნობ იმ სიტუაციას, რაც არის ქვეყანაში, ვინ არის ლიდერი პოლიტიკური ძალა, ვინ ჰყავს ოპონენტები, როგორ შეიძლება გადათამაშდეს ძალები, როგორია განწყობა საზოგადოებაში.
ასე, რომ მიმაჩნია, 100 არის მინიმალური ოდენობა მანდატების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროგნოზი მანდატებთან დაკავშირებით დღეს რეგიონულ მედიის წარმომადგებლებთან შეხვედრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მომავალ პარლამენტში დაახლოებით 100 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები