ველისციხეში ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ტარდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირი წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პერიოდში ინტენსიურად ირეცხებოდა, რაც ეროზიებს იწვევდა და საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგრადობას.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 286 მ. სიგრძის, დატბორვისა და ეროზიის საწინააღმდეგო გაბიონი, რომელიც დაიცავს ნაპირს და სრულად მოაგვარებს პრობლემას. პროექტის ღირებულება 399 499 ლარია. ნაპირსამაგრი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაპირსამაგრი სამუშაოების ამსახველ ფოტორეპორტაჟსაც ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები