პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაღების მენეჯმენტში“ პრეზენტაცია გაიმართა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაღების მენეჯმენტში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია გურიის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მიერ მომხმარებელთათვის გაწეული სერვისების დახვეწა რვა საბავშვო ბაღის მაგალითზე. პროექტის ამოცანას წარმოადგენს ოთხივე მუნიციპალიტეტის რვა საბავშვო ბაღის ეზო-გარემოს კეთილმოწყობა; მშობლების ჩართულობის ხარისხის გაზრდა პროგრამული ბიუჯეტების მომზადების პროცესში; მენეჯმენტის დახვეწა და მომხმარებელთან ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დანერგვა.
პროექტში მოყვანილი საკითხები თავსებადია „გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან“ და შეესაბამება აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილ პრიორიტეტს, კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში მოხდება საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემის სრულად გადაჭრა და პედაგოგების/პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება.
პროექტს ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ახორცილებს. იგი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. შეხვედრას საბავშვო ბაღების გამგეები, მენეჯერები და ააიპ-ების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები