ბექა ოდიშარია: მზად ვარ გემსახუროთ, ეს ჩემი სურვილიც და მოვალეობაც არის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწო.
ბექა ოდიშარიამ ოჯახთან და მხარდამჭერებთან ერთად კრწანისის მე-7 ოლქში მცხოვრებ ამომრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ნაკაშიძეების, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, ყავლაშვილის, ასათიანის, ვერცხლის ქუჩისა და სულთანიშვილის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, ასევე მოინახულა ადგილები, სადაც რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იმ პრობლემების მოგვარებაა, რომელიც კრწანისის მოსახლეობას აწუხებს, მინდა იცოდეთ, რომ თქვენ გყავთ ადამიანი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენი პრობლემები რაც შეიძლება მალე მოგვარდეს, მე მზად ვარ, გემსახუროთ, ეს ჩემი სურვილიც და მოვალეობაც არის”, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს კრწანისის მე-7  ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები