„თალიბანმა“ ავღანეთში სტრატეგიული რაიონი დაიკავა

რადიკალურმა ავღანურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ჩრდილოეთ ავღანეთში, ქუნდუზის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონი დაიკავა.
„როიტერის“ ცნობით, „ბოევიეკბმაჰანაბადის რაიონი აიღეს, რომელიც ქუნდუზის და ტახარის პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „თალიბანმა“ ჰანაბადს რამდენიმე მხრიდან შეუტია. იმის გამო, რომ სამთავრობო ძალებმა დახმარება არ მიიღეს,  მათ რაიონი დატოვეს.
„თალიბანის“ მიერ ჰანაბადის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაჯგუფებამ მეზობელ ბაგლამის პროვინციაში ერთ-ერთი რაიონი აიღო.
შეტევის შედეგად თალიბები სამთავრობო ძალების შეიარაღებას და ტყვია-წამალს დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები