ირანის ხელისუფლება: რუსეთი ჩვენს ავიაბაზებს სირიის მთავრობის თხოვნით იყენებს

ირანში ჰამადანის ბაზას რუსული ავიაცია სირიის მთავრობის თხოვნით იყენებს. ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰუსეინ დეჰგანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული ავიაცია ირანში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს ასრულებს და ეს გადაწყვეტილება სირიის მთავრობის თხოვნის საფუძველზე იყო მიღებული. რუსული შორეული მოქმედების თვითმფრინავები ირანში, ჰამადანის ბაზაზე 16 აგვისტოს განთავსდნენ. მანამდე რუსეთი მხოლოდ სირიაში ჰმეიმიმის ავიაბაზას იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები