თურქეთში პრემიერ-მინისტრის აპარატის 18 თანამშრომელი დააკავეს
თურქეთში პოლიციამ პრემიერ-მინისტრის აპარატის 18 თანამშრომელი დააკავა. აღნიშნული პირები 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა შემოწმება გაგრძელდება. საერთო ჯამში თურქეთში სამხედრო ამბოხების საქმეზე 35 ათასზე მეტი პირია დაკავებული.