რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში „ისკანდერ-მ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. რაკეტამ ამურის მხარეში 300 კილომეტრი გაიფრინა და საწვრთნელი მიზანი გაანადგურა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებმა (ნატოს კვალიფიკაციით SS-26) რუსეთის ჯარის შეიარაღებაში „სკადის“ ტიპის რაკეტები შეცვალა. მისი მოქმედების მანძილი 500 კილომეტრია. რაკეტას ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.