თურქეთის ქალაქ ელაზიგში აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ ელაზიგში, პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
სააგენტო “როიტერი” ავრცელდებს ინფორმაციას, რომ დაღუპულია სამი ადამიანი,  50-ზე მეტი კი დაიჭრა.
წინა დღეს, გვიან ღამით აფეთქება ვანის პროვინციაში მოხდა. იქ ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების ორგანიზატორი დაკავებულია. ტერაქტის უკან „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები