სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს, დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ბიზნესმენ გოჩა ჩახიაძესთან ერთად, გაეცნო.
გურიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შპს „ასკანგელ ალიანსი“ წლიურად არანაკლებ 100 000 ტონა ბენტონიტური თიხის გადამუშავებას უზრუნველყოფს, რისთვისაც 10 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
“სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმო მოვინახულეთ, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი დონის ინდუსტრიული საწარმო გურიაში ჯერ არ აშენებულა. ეს გახლავთ რეგიონში პირველი საწარმო, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებს და პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ჩხაიძეს ასეთი კარგი საქმის წამოწყებისთვის და კომპანიას მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ,“ – აღნიშნა გია სალუქვაძემ.
14054999_10153909441639779_5689101477290708487_n 13924861_10153909441629779_1797104529551392584_n 14055095_10153909441634779_1765799064387858300_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები