თურქეთში 38 ათას პატიმარს გაათავისუფლებენ, რომლებიც სასჯელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე იხდიდნენ

თურქეთის კანონმდებლობაში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვით 38 ათას პატიმარს, რომლებიც ციხეში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე ჩასვეს, საპატიმროდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაგის ინფორმაციით, ამ პირებს პირობით ვადამდელი წესით გაათავისუფლებენ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, რომლებმაც დანაშაული 2016 წლის 1-ელ ივლისამდე ჩაიდინეს. ამასთანავე, ციხიდან არ გამოვლენ პირები, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ესენია: განზრახ მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე ქვეყნის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა.
ცნობისთვის, 15 ივლისის სამხედრო ამბოხების შემდეგ თურქეთში 35 ათასი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები