თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში განხორციელებულ სამუშაოებზე 107 022 ლარი დაიხარჯა

თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში მცხოვრებ დევნილებს მალე გამართული წყალ-კანალიზაციის სისტემა ექნებათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების პროგრამით განხორციელდა არსებული, დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის დემონტაჟი, რომელიც აღნიშნულ მისამართზე არასდროს შეცვლილა და მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.
პროექტის მიხედვით, სრულად მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭა, გაიწმინდება ცენტრალური ჭის მაგისტრალი და დამონტაჟდება ცენტრალური წყლის მილი.
თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ, თევდორე მღვდლის N13-ში 1400 კვმ ფართობზე შეიცვალა დაზიანებული სახურავი, ხოლო საერთო სარგებლობის სადარბაზოებში შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.
თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში განხორციელებული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 107 022 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები