გიგლა აგულაშვილმა ეკობანაკის მონაწილეებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უმასპინძლა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ეკობანაკის მონაწილეებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უმასპინძლა.
ბანაკის მონაწილეებს ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. ეკობანაკის მონაწილეებმა ერთი დღე ქვაბისხევის ხეობაში რეინჯერებთან ერთად გაატარეს, სადაც კარვის აწყობაში, ფოტო-ხაფანგებისა და მწერსაჭერი ფერომონების დამონტაჟებაში ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.
ეკობანაკი არასამთავრობო ორგანიზაციების „მოქალაქე“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის – ეკოხედვას“ ორგანიზებით, ცემში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას სამოქალაქო ოლიმპიადის, გადაცემა „ეკოვიზიის“ ვიქტორინის გამარჯვებულები და ეკოხედვის გარემოსდაცვითი პროექტის მონაწილეები იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები