გიულენი მზად არის თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მის მონაწილეობას დაამტკიცებს

ფეთჰულა გიულენი მზად არის თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მის მონაწილეობას დაამტკიცებს. ამის შესახებ მან უცხოურ მედიასთან განაცხადა.
„თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ, დაბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო“, – აცხადებს გიულენი.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები გიულენი ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზეტორია და ამერიკული მხარისგან მის გადაცემას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები