ფინეთის სპორტის მინისტრმა სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა

  ფინეთის სპორტისა და კულტურის მინისტრი პაავო არჰინმიაკი რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ბოიკოტს უცხადებს, ამის შესახებ ,,როიტერი” იუწყება. ,,პოლიტიკოსმა მხარი არ უნდა დაუჭიროს ადამიანის უფლებების დარღვევას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და სექსუალური უმცირესობების რეპრესიებს” , – განაცხადა ფინეთის სპორტისა და კულტურის მინისტრმა. ამასთან, პაავო არჰინმიაკიმ მკაცრად დაგმო ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის უფლებების მინიჭება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანთა უფლებები ირღვევა.
,, მსოფლიოს ჩემპიონატი ჰოკეიში ბელარუსში გაიმართება, სადაც დიქტატურა სუფევს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კი ყატარში ჩატარდება, სადაც მონები ჰყავთ”, – აღნიშნა ფინეთის სპორტის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები