თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
„დიდგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 02 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, ჭედიას, შუშის, ულიანოვის, ლაზოს, წყალსადენის და ტაძრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ) და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, ჯვარედინის, იერუსალიმის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები