როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 14 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამისა და საღამოს საათებში ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები