ჩუღურეთის რაიონში 4 ახალი სკვერი მოეწყობა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, სპარტაკის და კალატოზის ქუჩების მიმდებარედ, ახალი სკვერის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დამონტაჟდება ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები. სკვერი შემოიღობება ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგმება სათამაშო ატრაქციონი კაუჩუკის რბილი იატაკით.
სამუშაოებს კომპანია შპს „მეფური“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება კი 36 ათასი ლარს შეადგენს. სკვერის მშენებლობა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
„ამ ქუჩებზე მცხოვრები ბავშვებს, და არა მხოლოდ ბავშვებს, მალე საშუალება ექნებათ, ითამაშონ სკვერში და დაისვენონ. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მხოლოდ წელს, ჩუღურეთში კიდევ ოთხი ახალი სკვერი მოეწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული სკვერის პროექტირებისას, როგორც წესი, ხდება იქ მცხოვრები მოქალაქეების აზრის გათვალისწინება,“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონში, 2016 წელს 15 არსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა, წლის ბოლომდე 17 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდება და მოეწყობა 4 ახალი სკვერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები