„რესპუბლიკური პარტია“ რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება
რესპუბლიკური პარტია ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რეფერენდუმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რეფერენდუმთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი თანხვედრაშია სარეფერენდუმო საკითხის შესახებ პარტიის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციასთან“, – აცხადებენ პარტიაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების განსაზღვრის თემაზე რეფერენდუმი არ დანიშნა. პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში.
მისი განმარტებით, დადგენილია, რომ „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია“.