გუგული მაღრაძე „ქორწინების შესახებ კანონზე“: ვერ ვხედავ საშიშროებას, თუ ასეთი ჩანაწერი არ იქნა რამე მოხდება

„ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე „ქორწინების შესახებ კანონში“ ჩასწორების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლებელია ადამიანთა უმრავლესობას ჰქონდეს გარანტიები, რომ საქართველოში ერთსქესიანთა კანონიერ ქორწინებას ადგილი არასოდეს ექნება.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოლება ისეთი უმრავლესობა, რომელიც აღნიშნულ საკითხს პარლამენტში გაიტანს.
„აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მტკივნეულია. მე ვერ ვხედავ საშიშროებას, თუ ასეთი ჩანაწერი არ იქნა რამე მოხდება ქვეყანაში, თუმცა შესაძლებელია, ადამიანთა უმრავლესობას ჰქონდეს გარანტიები, რომ ეს არასდროს მოხდება საქართველოში.
ვფიქრობ, ოცნებას ეყოლება ისეთი უმრავლესობა, რომ შეძლებს ამ საკითხის გატანას პარლამენტში. ეს არ არის წინასაარჩევნოდ გასააქტიურებელი თემა. ჩვენ გვქონდა ინიცირება პარლამენტში, თუმცა არ გვქონდა საკმარისი უმრავლესობა“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები