გუგული მაღრაძე: ჩვენ გვჭირდება, უცხოელები დავარწმუნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ობიექტური

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან ობიექტური, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის მიმართ გავრცელებულ მიმართვას.
როგორც მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჭიროა, უცხოელების დარწმუნება, რომ სასამართლო მიუკერძოებელი არაა.
„მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები მიჩვეულები არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ობიექტური, ამიტომ მათი მიმართვა დროულია, რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ობიექტური და არის გარკვეული მიკერძოება. ჩვენ გვჭირდება, უცხოელები დავარწმუნოთ, რომ ის არ არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი.
მათ უნდა ჰქონდეთ ნათელი სურათი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიუკერძოებელია. მიკერძოება ნათელია“, – განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები